Nikoloz Parjanadze

ნიკოლოზ ფარჯანაძე

ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით

ნიკოლოზ ფარჯანაძე არის ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და პროფესორი განათლების მიმართულებით. როგორც აკადემიური პერსონალი, იგი ევროპის უნივერსიტეტთან თანამშრომლობს 2021 წლიდან.

ნიკოლოზს აქვს დოქტორის ხარისხი ფილოლოგიაში ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერების სპეციალობით (2010) და მაგისტრის ხარისხი განათლების ლიდერობასა და მენეჯმენტში, რომელიც მან მოიპოვა ლონდონის უნივერსიტეტის განათლების ინსტიტუტში (ამჟამად, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) განათლების ინსტიტუტი) როგორც ბრიტანეთის მთავრობის ჩივნინგის სტიპენდიანტმა (2008).

მისი ასევე მნიშვნელოვანი აკადემირუი მიღწევაა ფულბრაიტის მკვლევართა პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება, რომლის ფარგლებშიც 2019 წელს სტუმრობდა არკანზასის უნივერსიტეტს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის კვლევის მიზნით.

2021-2024 წლებში ნიკოლოზი ხელმძღვანელობდა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში და მონაწილეობდა უნივერსიტეტების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ფორმირებაში საქართველოს მასშტაბით.

ნიკოლოზს აქვს საქართველოს და საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში ორ ათწლეულზე მეტი პედაგოგიური გამოცდილება და ასწავლის სასწავლო კურსებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურებზე: ენათმეცნიერების შესავალი, განათლების ლიდერობა და მენეჯმენტი, განათლების პოლიტიკა და სოციოლოგია და განათლების კვლევის მეთოდები. მისი კვლევის ობიექტია განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა.  

მისი პროფესიული კარიერის განმავლობაში უმუშავია სხვადასხვა აკადემიურ და ადმინისტრაციულ პოზიციაზე.

Სამუშაო გამოცდილება:

  • 2021-2024 წლებში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
  • 2018-2021 წლებში ნიკოლოზი სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი
  • 2005-2019 წლებში, უნივერსიტეტში მუშაობის პარალელურად, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინგლისური ენის გამომცდელი
  • 2019 წელს მონაწილეობა მიიღო ფულბრაიტის მკვლევართა პროგრამაში და სტუმრობდა არკანზასის უნივერსიტეტს (აშშ), სადაც იკვლევდა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხებს
  • 2003 წლიდან ნიკოლოზი არის სამეცნიერო სტატიების, წიგნის, წიგნის ცალკეული თავის ავტორი თუ თანაავტორი და ეს პუბლიკაციები ასახავს მის აკადემიურ ინტერესებს ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერების, საგანმანათლებლო ლიდერობისა და მენეჯმენტის კვლევისა და პრაქტიკის კონტექსტში

კონტაქტი: nikoloz.parjanadze@eu.edu.ge