სრულად დაფინანსებული საერთაშორისო მობილობის კონკურსი მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის
“ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური Erasmus+ KA171 პროგრამის ფარგლებში, მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო მობილობის კონკურსს აცხადებს.
საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილე პერსონალის შერჩევა და მობილობის პროცესის ადმინისტრირება „აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის“ მიხედვით ხორციელდება.
გთხოვთ, განაცხადის წარმოდგენამდე დეტალურად გაეცნოთ დოკუმენტს.
კონკურსში მონაწილეობისათვის, აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ წინაპირობებს:
- იკავებდეს აკადემიურ პოზიციას (სწავლების მიზნით მობილობისათვის) ან/და ჰქონდეს აქტიური შრომითი ხელშეკრულება (პროფესიული გადამზადების მიზნით მობილობისათვის) კონკურსის მიმდინარეობის და მობილობის პერიოდში
- ფლობდეს ინგლისურ ენას (ან/და სხვა უცხო ენას, მობილობის სამუშაო ენის გათვალისწინებით) CEFR-ის შესაბამისად მინიმუმ B2 დონეზე
- განაცხადის მომენტისათვის, მიმდინარე აკადემიურ წელს არ ჰქონდეს განხორციელებული იმავე ტიპის ერთზე მეტი მობილობა
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში მობილობის განხორციელების მიზნით:
თითოეული უნივერსიტეტისათვის დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საინფორმაციო ბროშურაში.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონკრეტული უნივერსიტეტის ბროშურას შესაბამის ბმულზე გადასვლით.
Enna Kore-ს უნივერსიტეტი, იტალია
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 3
- სამიზნე აუდიტორია – მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი
- გრანტის ოდენობა: 190 € ყოველდღიური ხარჯებისთვის, 395 € მგზავრობის ანაზღაურება.
რიგას მედიცინის კოლეჯი, ლატვია
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 1
- სამიზნე აუდიტორია – მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი
- გრანტის ოდენობა: 170 € ყოველდღიური ხარჯებისთვის, 395 € მგზავრობის ანაზღაურება.
ერაზმუს+” პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა აპლიკანტებმა განაცხადი უნდა შეავსონ შემდეგ სარეგისტრაციო ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfE04szMDCWbj4TnmTGnPSU4lX46ptVBbL8taEPjYJoH9gPNA/viewform არაუგვიანეს 28 ნოემბრისა.