ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
,,წმ. მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” კლინიკური პრაქტიკის გავლის მიზნით კონკურსი გამოცხადდა
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებისათვის ,,წმ. მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” კლინიკური პრაქტიკის გავლის მიზნით.
კლინიკური პრაქტიკის პერიოდი: 10 ივნისი – 8 ივლისი
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოთხოვნებია:
- GPA > 3.0
- სწავლის საფეხური – დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები მე-4 დან – მე-6 კურსის ჩათვლით
სტუდენტების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- სამოტივაციო წერილი
- გასაუბრება
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სამოტივაციო წერილი უნდა გამოგზავნონ ელ.ფოსტაზე – mdstudentscompetition@eu.edu.ge 7 ივნისის ჩათვლით.
გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება 9 ივნისს.
კონკურსის შედეგად შეირჩევა 8 სტუდენტი.
შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 9 ივნისისა.
პრაქტიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა შესაბიმისი სერტიფიკატი.