მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“წმ. მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” დასაქმების მიზნით დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებისთვის კონკურსი გამოცხადდა

მიქაელის
“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებისათვის “წმ. მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” სხვადასხვა პოზიციაზე სტუდენტების შერჩევის მიზნით.

კონკურსის ცხადდება შემდეგ პოზიციებზე:

  • უმცროსი ექიმი
  • დღის ექთანი
  • მორიგე რეგისტრატორი
  • მორიგე ექთნის დამხმარე

თითოეული პოზიციისათვის განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დანართებში.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სამოტივაციო წერილი უნდა გამოგზავნონ ელ. ფოსტაზე mdstudentscompetition@eu.edu.ge 7 ივნისის 18:00 საათამდე.

კონკურსის პირველ ეტაპზე სტუდენტების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. სამოტივაციო წერილი
  2. გასაუბრება კომისიის წევრებთან

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული სტუდენტები გაივლიან გასაუბრებას “წმ. მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის” ადმინისტრაციასთან.

კონკურსის პირველი ეტაპი – გასაუბრება ფაკულტეტის წარმომაგენლებისგან შემდგარ კომისიასთან ჩატარდება 9 ივნისს.

კონკურსის მეორე ეტაპი – გასაუბრება წმ. მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ადმინისტრაციასთან ჩატარდება 10 ივნისს.

ანესთეზიოლოგიის დღის ექთანი

ემერჯენსის მორიგე უმცროსი ექიმი

მორიგე რეგისტრატორი

ონკოლოგიის მორიგე ექთნის დამხმარე