სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

ვეტერინარიის კვირეული “ევროპის უნივერსიტეტში” აბიტურიენტებისთვის ვორკშოპით გაიხსნა

ვეტერინარიის

20-24 აპრილს „ევროპის უნივერსიტეტში“ ვეტერინარიის კვირეული მიმდინარეობს.

20 აპრილს კვირეული XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ვეტერინარიის ვორკშოპით გაიხსნა.

ვორკშოპის მონაწილეებს ვეტერინარიის ფაკულტეტის დეკანი, მარიკა ბოკუჩავა, შეხვდა და ვეტერინარიის დარგის ძირითადი თავისებურებები მიმოიხილა. მარიკა ბოკუჩავამ მოსწავლეებს ასევე „ევროპის უნივერსიტეტის“ ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია და უნივერსიტეტის სასწავლო გარემო გააცნო.

აბიტურიენტებმა სპეციალურად ვეტერინარიის სტუდენტებისთვის განკუთვნილი ახალი სასწავლო სივრცე დაათვალიერეს და პრაქტიკულად იმუშავეს ლაბორატორიებში.

ვეტერინარიის ვორკშოპების პირველი დღე ქირურგიულ ინოვაციებს დაეთმო. ვეტერინარიის პროგრამის სტუდენტების ჩართულობით, მოსწავლეებმა უსისხლო ოპერაციის სიმულაციაში მიიღეს მონაწილეობა და ქირურგიული კამერის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

აბიტურიენტებმა ასევე დაათვალიერეს სასწავლო მოდელები, რომლებიც პრაქტიკული უნარების შესაძენად გამოიყენება.

კვირეულის ფარგლებში ჯამში სამი ვორკშოპია დაგეგმილი. დასწრების მსურველებმა ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: ვეტერინარიის ვორკშოპები

24 აპრილს კვირეული ვეტერინარიის მსოფლიო დღის აღნიშვნით დასრულდება: ვეტერინარიის მსოფლიო დღე

„ევროპის უნივერსიტეტის“ ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პოვნა აბიტურიენტებს ცნობარში კოდით 1710103 შეგიძლიათ.