უნივერსიტეტის მდგრადი შესყიდვების პოლიტიკა

პოლიტიკა განსაზღვრავს მდგრადი შესყიდვების გაძლიერების სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელიც ეხება უნივერსიტეტის მიერ ერთჯერადი და ხანგრძლივი მომხმარების პროდუქციისა და სერვისებს.

დოკუმენტის მიზანს წარმოადგენს უნივერსიტეტის შესყიდვების სოციალური პასუხისმგებლობისა და გარემოსდაცვითი მდგრადობის სასარგებლოდ წარმართვა, სერვისებისა და პროდუქციის შესყიდვების, შენახვისა და გადამუშავებისას ენერგოეფექტურობის გაზრდისა და ეკოლოგიური რისკების შემცირებისთვის, ჯანსაღი საუნივერსიტეტო გარემოს, კამპუსებისა და საერთო საცხოვრებლის უზრუნველყოფისთვის.

ამ მიზნით, უნივერსიტეტი შესყიდვების პოლიტიკაში ითვალისწინებს შემდეგ პრინციპებს:

  1. შესყიდვების უზრუნველყოფა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობების დაცვით.
  2. შესყიდვების განხორციელება უნივერსიტეტის ნარჩენების შემცირების პოლიტიკასთან თანხვედრაში.
  3. შესყიდვებისას  გარემოსდაცვითი მდგრადობის პრინციპების დაცვა და ინტეგრირება შესყიდვებსა და ტენდერებში, მომწოდებლებისგან შესაბამისი სერტიფიკატებისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის მოთხოვნა საჭიროების შემთხვევაში.
  4. საუნივერსიტეტო გარემოსდაცვითი მდგრადობის პოლიტიკის დანარჩენი პუნქტების დაცვა და პატივისცემა.