მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელი თინათინ გოგნაძე მალაგას უნივერსიტეტში იმყოფებოდა

დიპლომირებული

„ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული პროფესორი და დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელი თინათინ გოგნაძე Erasmus+ Staff Mobility პროგრამის ფარგლებში ესპანეთში, მალაგას უნივერსიტეტში, პერსონალის საერთაშორისო კვირეულს (Staff Week) დაესწრო.

ღონისძიებაში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა მიიღო, რაც პროფესიული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნიდა.

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში აქტიური დისკუსიები გაიმართა თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებზე და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარებაზე. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკები და გამოცდილება როგორც სწავლების, ისე ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით.

პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება, სამომავლო ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და აკადემიური მობილობის შესაძლებლობების გაფართოება.