საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის: სწავლების მიზნით მობილობა ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში

მობილობა
ერაზმუს+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, “ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში” (ნიდერლანდები) ერთკვირიანი სწავლების მობილობის მიზნით, “ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის კონკურსი გამოცხადდა.

ერაზმუს+ KA171 პროგრამა მხარს უჭერს ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. შერჩეული კანდიდატი, ქალაქ აპელდორნში, საზაფხულო სკოლის ფარგლებში ჩაატარებს ლექციებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ წინაპირობებს:

  • იკავებენ აკადემიურ პოზიციას ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე;
  • აქვთ მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინგლისურ ენაზე სწავლების მიმართულებით;
  • აქვთ მინიმუმ მაგისტრის აკადემიური ხარისხი; უპირატესობა მიენიჭებათ:
    • დოქტორის ხარისხის დასრულების ეტაპზე მყოფ დოქტორანტებს;
    • ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დოქტორის ხარისხის მქონე კანდიდატებს;
    • დოქტორის ან DBA ხარისხის მქონე კანდიდატებს, რომლებსაც გააჩნიათ მინიმუმ ორი უახლესი სტატიაში გამოქვეყნებული ნაშრომი Scopus-ის ინდექსირებულ ჟურნალებში.

მობილობასთან დაკავშირებული დეტალები:

  • ვაკანტური პოზიციების ოდენობა: 1
  • მობილობის ტიპი: სწავლების მიზნით მობილობა
  • სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი
  • დღიური სტიპენდიის ოდენობა: €190
  • სამგზავრო სტიპენდიის ოდენობა: €580
  • მობილობის თარიღები და თემატიკა (მობილობის განხორციელება შესაძლებელია ჩამოთვლილიდან მხოლოდ ერთი მოდულისათვის):
    • Intercultural Communication & Leadership, 13 – 24 July 2026
    • Marketing & Branding, 27 July – 7 August 2026
    • Global Leadership & AI & Digital Innovation, 10 – 21 August 2026

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე: https://forms.gle/a64aszfV586QAgM57 

გთხოვთ, ელექტრონულ განაცხადს თან დაურთოთ:

  • პირადობის მოწმობის/პასპორტის სკანირებული ვერსია
  • რეზიუმე (სასურველია Europass-ის ფორმატით)
  • ხელმოწერილი მობილობის ხელშეკრულება
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინგლისურ ენაზე სწავლების მიმართულებით, მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადა: 21 მაისი, 2026

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: international.office@eu.edu.ge

76 გურამიშვილის გამზირი, ოთახი 317

ტელ.: (995) 322 000 171 (Ext. 147)

ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.