ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგცენტრის ორგანიზებით აკადემიური პერსონალისთვის ვორქშოფი გაიმართა
17 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტში, სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგცენტრის ორგანიზებით აკადემიური პერსონალისთვის ვორქშოფი სახელწოდებით – “ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა სწავლების პროცესში” გაიმართა.
ვორქშოფის მეორე სესიას ფსიქოლოგი, ტრენერი ნინო ჩალაძე გაუძღვა.
აღნიშნული ღონისძიება პერსონალისთვის შეთავაზებული იქნა 2024-2025 აკადემიური წლის ევროპის უნივერსიტეტის პერსონალის საჭიროებების კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე.
მონაწილეები გაეცნენ საკითხის თეორიულ ჩარჩოს და აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა პრაქტიკულ აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობს თვითცნობიერების ამაღლებას, ემოციების მართვას, ეფექტურ კომუნიკაციასა და აკადემიურ გარემოში ურთიერთობების გაუმჯობესებას.
ყველა მონაწილეს დასწრების სერტიფიკატი გადაეცა.