ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი სტუდენტურ კლუბებს შეხვდა
20 – 25 მარტს “ევროპის უნივერსიტეტში” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრმა სტუდენტურ კლუბებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
შეხვედრის ფარგლებში ცენტრი მოლაშქრეთა, სპორტულ, სამაგიდო თამაშების, ხელოვნებისა და დებატების კლუბებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
სტუდენტებმა გააზიარეს საკუთარი მოსაზრებები განსახორციელებელ აქტივობებზე და განიხილეს ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები.
შეხვედრები სტუდენტების აქტიური ჩართულობით წარიმართა და ინტერაქციული ხასიათის იყო.
კლუბების წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საკუთარ სამოქმედო გეგმებს წარმოადგენენ.