სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრმა პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა Posted by laura October 3, 2025 On October 3, 2025 29-30 სექტემბერს, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებმა პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ მომსახურების ცენტრის სერვისებს, რომელსაც სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. ცენტრის წარმომადგენლებმა მოუსმინეს სტუდენტების ინიციატივებს, უპასუხეს მათ შეკითხვებს და გააცნეს სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები. სამომავლოდ, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი შეხვედრებს საერთაშორისო სტუდენტებთანაც გამართავს.