გიგი გიორგობიანი

წარმატებული სტუდენტი

გიგი გიორგობიანი ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტია, რომელსაც სწავლაში უმაღლესი მიღწევები აქვს. 
2022-2023 სასწავლო წელს, მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, მან პირველივე კურსზე მოიპოვა რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის სტიპენდია. გიგი ასევე წარმატებით გახდა “ერაზმუს+” გაცვლითი პროგრამის მონაწილე და ერთი სემესტრი ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტში გაატარა, სადაც საერთაშორისო გამოცდილება შეიძინა და აკადემიური ჰორიზონტი კიდევ უფრო გაიფართოვა.

რატომ ევროპის უნივერსიტეტი?
“ევროპის უნივერსიტეტი მეხმარება ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო სრულფასოვნად და ხელს მიწყობს სამომავლო გეგმების წარმატებულად შესრულებაში. ევროპის უნივერსიტეტში მიღებული ცოდნით გავხდი რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის სტიპენდიანტი და შესაძლებლობა მომეცა, რომ სტაჟირება გამევლო უნივერსიტეში”.