აბიტურიენტებმა მიიღეს ინფორმაცია „ევროპის უნივერსიტეტის“ შესახებ და გაეცნენ სტომატოლოგიის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამების სტრუქტურას. პროგრამის ხელმძღვანელმა, მარიკა ზურმუხტაშვილმა, ვორკშოპის მონაწილეებს გააცნო სწავლების საბაზისო, პრეკლინიკური და კლინიკური ეტაპების თავისებურებები და სასწავლო კურსები.
მოსწავლეებმა დაათვიელერეს სტომატოლოგიის კამპუსი, საფანტომო კლასები და საუნივერსიტეტო კლინიკა „EU Dent“. ვორკშოპზე განიხილეს სტომატოლოგიურ კლინიკაში ინფექციის კონტროლის პრინციპები და სტომატოლოგის პირადი დაცვის საშუალებები.
აბიტურიენტებმა ტურის ბოლოს იმუშავეს სავარძელთან, დაათვალიერეს პირის ღრუ სიმულატორების დახმარებით და ჩაატარეს კბილების ექსტრაქცია.
„ევროპის უნივერსიტეტი“ აგრძელებს აბიტურიენტებთან ვორკშოპებს და მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას გაიგონ მეტი მათთვის სასურველი პროფესიის შესახებ.