საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

სრულად დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის კონკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

ერაზმუს+

ცხადდება სრულად დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის კონკურსი ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

კონკურსის ფარგლებში სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ სრული დაფინანსება და ისწავლონ პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში.

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო (ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი) პროგრამის სტუდენტები

კვოტა: 1 სტუდენტის ადგილი

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო (ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი) პროგრამის სტუდენტები

კვოტა: 1 სტუდენტის ადგილი

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა (ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი) და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები

კვოტა: 1 სტუდენტის ადგილი

 

საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით გამოცხადებული კონკურსისათვის განაცხადის წარდგენა შეუძლია კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს:

ა) კანდიდატი კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში უნდა ირიცხებოდეს ევროპის უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო ან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე და სარგებლობდეს აქტიური სტუდენტის სტატუსით;

ბ) საბაკალავრო/სამაგისტრო ან ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს განაცხადის წარდგენის დროს დასრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1 სემესტრი;

გ) კანდიდატის აკადემიური მოსწრების საშუალო შეწონილი ქულა (GPA) უნდა იყოს არანაკლებ 2.5;

დ) კანდიდატის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ მობილობათა ჯამი ერთი საგანმანათლებლო საფეხურის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს;

ე) კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (ან/და სხვა უცხო ენას, რომელზეც იგეგმებამობილობის განხორციელება) ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (CEFR) შესაბამისად მინიმუმ B2 დონეზე;

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ელექტრონულ განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე 
  • ნიშნების ფურცელი (GPA მითითებით) ინგლისურ ენაზე 
  • ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 
  • პასპორტის / პირადობის მოწმობის სკანირებული ვერსია 
  • მოწყვლად ჯგუფთან მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

კონკურსი წარიმართება სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობის წესის შესაბამისად.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა გთხოვთ, სრული განაცხადი ატვირთოთ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/F2zvMw4uZp5WQ4to8 არაუგვიანეს 26 აპრილისა.

კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ელ-ფოსტაზე:  international.office@eu.edu.ge