სლოვენიის “ახალი უნივერსიტეტის“ პროფესორი ანდრეი პომპე „ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექციას გამართავს

3 ივნისს, 17:00 საათზე, სლოვენიის „ახალი უნივერსიტეტის პროფესორი ანდრეი პომპე „ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექციას თემაზე – „City Branding“ გამართავს.
ანდრეი პომპე აღიარებული ბრენდინგის სპეციალისტი, კრეატიული დირექტორი და კომპანია „Formitas Group“-ის თანადამფუძნებელია.
ლექცია, რომელსაც იგი გაუძღვება, დაფუძნებული იქნება მის წიგნზე „City Brand“, რომელშიც ავტორი განიხილავს, თუ როგორ ცდილობენ ქალაქები გლობალურ არენაზე პოზიციონირებას, როგორც კომპლექსური პროდუქტები.
ეფექტური ბრენდინგისა და უნიკალური ატმოსფეროს მეშვეობით, ქალაქების მიზანია მიიზიდონ ინვესტიციები, ტურისტები და ახალი მცხოვრებლები.
ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება: ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
დასწრების მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 2 ივნისისა:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfWpIDSvYy1Mf1Yl-iLNMFxNl0tEnTsmhA0qgItVMKaUjD8Ww/viewform
შეხვედრის ადგილი: ევროპის უნივერსიტეტი, გურამიშვილის კამპუსი, აუდიტორია 409.
სამუშაო ენა: ინგლისური
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: international.office@eu.edu.ge