მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

„სიმულაციური შეჯიბრი“ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის – რეგისტრაცია დაიწყო

სიმულაციური შეჯიბრი
„ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის“ ფაკულტეტი აცხადებს სტუდენტურ გუნდურ კონკურსს „სიმულაციური შეჯიბრი“.

კონკურსის მიზანია სტუდენტებისთვის კლინიკური აზროვნების, პრაქტიკული და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება სიმულაციურ გარემოში.

კონკურსის სტრუქტურა:

კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:

I ეტაპი: მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია და გუნდების ფორმირება
II ეტაპი: ტრენინგი ძირითად ალგორითმებზე
III ეტაპი: სიმულაციური კლინიკური დავალება გუნდებისთვის
IV ეტაპი (ნახევარფინალი): შერჩეული გუნდები შეასრულებენ შედარებით კომპლექსურ კლინიკურ სცენარებს

ფინალური ეტაპი: სამი საუკეთესო გუნდი მიიღებს მონაწილეობას საბოლოო სიმულაციურ დავალებაში, რომლის საფუძველზეც გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებული.

შეფასების კრიტერიუმები:

შეფასება მოხდება სპეციალურად დაკომპლექტებული კომისიის მიერ, შემდეგი კრიტერიუმებით:

  • კლინიკური აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების სიზუსტე
  • მოქმედების თანმიმდევრულობა და მართვის სწორი ტაქტიკა
  • გუნდური მუშაობა და კომუნიკაცია
  • დროის ეფექტური მართვა

მონაწილეობის პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ევროპის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი) პროგრამის VII-XII სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.

რეგისტრაცია:

მონაწილეობის მსურველებმა ელ. ფოსტაზე უნდა წარმოადგინონ:

  • მოკლე სამოტივაციო წერილი
  • საკონტაქტო ინფორმაცია – სახელი, გვარი, სემესტრის მითითებით

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 17.04.2026 Email: Simulationcenter@eu.edu.ge

კონკურსის ლოკაცია: „ევროპის უნივერსიტეტის“ B კორპუსი, სარაჯიშვილის გამზ. №17.