სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  II სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

“ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი II სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას 1 ივლისს გამართავს.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამების I-IV კურსის სტუდენტებს შეეძლებათ.

მოხსენების თემატიკა შესაძლოა მოიცავდეს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებს როგორც თეორიიდან, ასევე პრაქტიკიდან. განსაკუთრებით საინტერესოდ ჩაითვლება მოხსენებაში საინტერესო საერთაშორისო პრაქტიკის წარმოჩენა.

მოხსენებები წარდგენილ უნდა იქნეს პრეზენტაციის სახით (პრეზენტაცია შესრულებული უნდა იყოს Microsoft PowerPoint-ში).

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ აბსტრაქტი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  info@eu.edu.ge, მეილის სათაურში (subject) უნდა მიეთითოს „II სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია“.

დაინტერესებული სტუდენტები აბსტრაქტის წარდგენას 24 ივნისის ჩათვლით შეძლებენ.

I, II, III ადგილები განაწილდება ქულათა რაოდენობით, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

მონაწილეები შესაბამისი სერტიფიკატებით და პრიზებით დაჯილდოვდებიან.

აბსტრაქტის გაფორმების წესი და მოხსენების შეფასების კრიტერიუმები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

 

 

მიმაგრებული ფაილები