საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

სალომე ხარაიშვილი Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში ზაგრების ბიზნესის სკოლაში იმყოფებოდა

Erasmus+
“ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის კოორდინატორი სალომე ხარაიშვილი ერაზმუს+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში ზაგრების ბიზნესის სკოლაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ფაკულტეტის წარმომადგებლებთან, სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან.

სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა ერთმანეთს საერთაშორისო გამოცდილება და უნივერსიტეტებში მიმდინარე აკადემიური და ადმინისტრაციული პროცესები გაუზიარეს. ასევე პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.