ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საქარიას უნივერსიტეტის პროფესორებმა „ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია ჩაატარეს
3 ივნისს, Erasmus+ პროგრამის აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტს“ საქარიას უნივერსიტეტის (თურქეთი) ასისტენტ-პროფესორი ნაზიე დირიკგილი და ასოცირებული პროფესორი სეზერჯან ბექტაში ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექცია თემაზე – „დავების მშვიდობიანი გზით მოგვარება“ ჩატარდა.
ლექციის ფარგლებში განხილული იყო საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი – საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გზებით გადაწყვეტა, მისი მნიშვნელობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და საერთაშორისო წესრიგისა და სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ საერთაშორისო სამართლის თანამედროვე გამოწვევებსა და პრაქტიკულ ასპექტებს.
„ევროპის უნივერსიტეტი“ განაგრძობს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებასა და პარტნიორ უნივერსიტეტებთან მჭიდრო ურთიერთობების განვითარებას, რაც უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.