მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით საერთაშორისო სასწავლო კვირეული გაიმართა

საერთაშორისო სასწავლო კვირეული
17-21 ნოემბერს “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით საერთაშორისო სასწავლო კვირეული გაიმართა.

საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში “ევროპის უნივერსიტეტს” დიდი ბრიტანეთის და ესპანეთის პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორები ეწვივნენ და დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის ლექცია/სემინარები ჩაატარეს.

ფიზიოლოგიის, კლინიკური დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით სასწავლო კურსებს შემდეგი პროფესორები უძღვებოდნენ:

  • ესპანეთის სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი და „ევროპის უნივერსიტეტის“ საპატიო დოქტორი, ვიქტორ მანუელ ვაზკეს არჩე
  • ესპანეთის სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის დიაგნოსტიკის დეპარტამენტის პროფესორი და “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორი, სერხიო სინზა სანხურხო
  • ესპანეთის სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის დიაგნოსტიკის დეპარტამენტის პროფესორი და “ევროპის უნივერსიტეტის” ასისტენტ-პროფესორი, დანიელ რეი ალდანა
  • ესპანეთის სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი და “ევროპის უნივერსიტეტის” ასოცირებული პროფესორი, მიგელ გონსალეს ბლანკო

დიდი ბრიტანეთის სვონსის უნივერსიტეტის პროფესორმა და “ევროპის უნივერსიტეტის” მოწვეულმა ლექტორმა სტივენ კეიპიმ კი ლექცია/სემინარები ფარმაკოლოგიის მიმართულებით ჩაატარა.

“ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებმა უცხოელ პროფესორებთან ერთად განიხილეს სხვადასხვა კლინიკური შემთხვევები, ჩაერთნენ საინტერესო დისკუსიებში და მონაწილეობა მიიღეს კლინიკურ და პრაქტიკულ სამუშაოებში.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორები ასევე შეხვდნენ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს პედაგოგიური გამოცდილების გაზიარების მიზნით.

“ევროპის უნივერსიტეტი” საგანმანათლებლო ინტერნაციონალიზაციის მიზნით, აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას და მომავალშიც გეგმავს მსგავსი აქტივობების განხორციელებას.