ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამა
რატომ ევროპის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამა?
ევროპის უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა სტუდენტზეა ორიენტირებული და სტუდეტებს სთავაზობს:
- WFME სტანდარტებით აკრედიტებულ ინტეგრირებულ პროგრამას;
- თავისუფალ და კომფორტულ გარემოში სწავლას;
- პირველივე სემესტრიდან კლინიკურ გარემოში სწავლების შესაძლებლობას;
- მაღალკვალიფიციურ აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს;
- თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სიმულაციურ ცენტრს, რომელიც SESAM-ის წევრია;
- ინოვაციური ტექნოლოგიებით სრავლებას;
- თანამედროვედ აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიებს;
- საკუთარ საუნივერსიტეტო კლინიკებში (ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი & წმ. მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი) და არა მხოლოდ, მუდმივ კლინიკურ პრაქტიკას;
- გაცვლით პროგრამებს პარტნიორ კლინკებთან და უნივერსიტეტებთან;
- სამეცნიერო პროექტებში აქტიურ ჩართულობას;
- მედიცინის შესწავლას სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით (Body Interact, Anatomage table, 3D Organon VR Anatomy);
- უცხოენოვანი სტუდენტებისთვის მულტიკულტურული და მეგობრული გარემოს შექმნას;
პროგრამის ხელმძღვანელი
ზაზა ავალიანი
- avaliani.zaza@eu.edu.ge
თინათინ გოგნაძე
- tinatin.gognadze@eu.edu.ge
- 032 2 000 171 (227)
მიბმული ფაილები
ფაკულტეტის შესახებ
მედიცინის ფაკულტეტი
თუ გინდა გახდე ექიმი, ნახე რა შესაძლებლობები დაგხვდება “ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაზე
👨⚕️ ოთარ ტატიშვილი “ევროპის უნივერსიტეტში” რადიოლოგიას ასწავლის.
💯 თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობით და მუდმივად განახლებადი მეთოდებით მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები საუკეთესო გარემოში ეუფლებიან ექიმის პროფესიას.
დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა 9 გუნდმა სპეციალურად სიმულაციური შეჯიბრისთვის შემუშავებულ კლინიკურ შემთხვევაზე იმუშავა.
სტუდენტების ამოცანა იყო ანამნეზისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება, პაციენტთან სწორი კომუნიკაციის დამყარება, სასიცოცხლო მონაცემების შემოწმება, გუნდთან ერთად უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მართვა და გულის ამუშავება.
Body Interact-ის ტურში საკონკურსო დავალება მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე ვირტუალური პაციენტის მართვა იყო. ნახეთ როგორ გაართვეს თავი სტუდენტებმა დავალებას და როგორი იყო ფინალში გასული გუნდების ემოციები.