სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის სიახლეები

პოსტერების კონკურსი სტუდენტებისთვის – „პლაგიატის პრევენცია“

პოსტერების
“აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის პრევენციის კვირეულის” ფარგლებში, “ევროპის უნივერსიტეტის” სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს თემაზე – “პლაგიატის პრევენცია”.

კონკურსის მიზანია სტუდენტებში პლაგიატის მავნე პრაქტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების პოპულარიზაცია.

ინიციატივა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, შემოქმედებითი ფორმით გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება პლაგიატის წინააღმდეგ და წვლილი შეიტანონ კეთილსინდისიერი აკადემიური გარემოს შექმნაში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ევროპის უნივერსიტეტის ნებისმიერი კურსის სტუდენტს.

პოსტერის ფორმატი და ტექნიკური მოთხოვნები:

  • პოსტერის ზომა: A3 (PDF ფორმატში)
  • შესრულება შესაძლებელია როგორც ხელით (თეთრ თაბახის ფურცელზე ფერადი მარკერების, ფანქრების ან აკრილის გამოყენებით), ასევე ელექტრონულად – Adobe Illustrator-ში.
  • პოსტერი უნდა იყოს ორიგინალი (პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში ნამუშევარი კონკურსიდან მოიხსნება).

I, II და III ადგილზე გასული სტუდენტები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებით.

ყველა მონაწილე მიიღებს კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

პოსტერების გამოგზავნის ბოლო ვადა: 20 მაისი, 2026.

პოსტერები უნდა გაგვიზიაროთ ელ.ფოსტაზე: science.center@eu.edu.ge

Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ: “პოსტერების კონკურსი – თქვენი სახელი და გვარი”