ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ევროპის უნივერსიტეტში” პერსონალის მეოთხე საერთაშორისო კვირეული დასრულდა
24 აპრილს „ევროპის უნივერსიტეტში“ პერსონალის მეოთხე საერთაშორისო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, ჩატარდა პანელური დისკუსია სახელწოდებით – “How Can Small Universities Make a Big Impact”.
დისკუსიაში “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი მარიამ ორჯონიკიძე, აშშ-ის საელჩოს რეგიონული ინგლისური ენის ოფიცერი ლია გუმბერიძე, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი თათია ხარაბაძე და სერბეთის ბიზნესისა და ეკონომიკის კოლეჯის პროფესორი ალექსანდრა ტოსოვიჩ-სევანტოციჩი მონაწილეობდნენ.
პანელურ დისკუსიას მოდერაციას უწევდა “ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ნიკოლოზ ფარჯანაძე.
დისკუსიის ფარგლებში სპიკერებმა იმსჯელეს მცირე უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაზე, საერთაშორისო პარტნიორობების მნიშვნელობაზე, ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე მიდგომებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ინსტიტუციურ განვითარებასა და გლობალურ ინტეგრაციას უწყობს ხელს.
“ევროპის უნივერსიტეტი” მადლობას უხდის ყველა მონაწილეს პროდუქტიული და შთამაგონებელი კვირეულისთვის.