ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მედიცინის ფაკულტეტის ლექტორებისთვის ტრენინგი „Pre-Clinical Teaching, Assessment and AI in Medical Education“ დაიწყო
“ევროპის უნივერსიტეტისა” და “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ორგანიზებით მედიცინის ფაკულტეტის ლექტორებისთვის ტრენინგების კვირეული გრძელდება.
7 მაისს ტრენინგი “Pre-Clinical Teaching, Assessment and AI in Medical Education“ დაიწყო, რომელსაც დიდი ბრიტანეთის „სუონსის უნივერსიტეტის“ პროფესორი სტივენ კეიპი უძღვება.
პროგრამის ფარგლებში განიხილება პრეკლინიკური სწავლების თანამედროვე მეთოდები, სტუდენტთა შეფასების ეფექტიანი მექანიზმები და ხელოვნური ინტელექტის როლი სამედიცინო განათლების განვითარებაში.
ტრენინგები ასევე მოიცავს ინოვაციური საგანმანათლებლო პრაქტიკების, ციფრული ტექნოლოგიებისა და სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მოდელების განხილვას.
ტრენინგების პირველი დღე ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა ემსჯელათ თანამედროვე სამედიცინო განათლების გამოწვევებზე, გაეზიარებინათ პროფესიული გამოცდილება და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე განეხილათ სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მიდგომები.
პროგრამა ხელს უწყობს აკადემიური სივრცის განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და სამედიცინო განათლებაში ინოვაციური მიდგომების დანერგვას, რაც სწავლების პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვას უზრუნველყოფს.
ტრენინგების შემდეგი სესია “ევროპის უნივერსიტეტში” 9 და 10 მაისს გაიმართება.