ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ევროპის უნივერსიტეტის” ლექტორებისთვის ტრენინგების კვირეულს ესპანელი პროფესორები გაუძღვებიან
30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით “ევროპის უნივერსიტეტს” ესპანეთის სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის პროფესორები – სერხიო სინზა სანხურხო და დანიელ რეი ალდანა ეწვევიან.
ესპანელი პროფესორები “ევროპის უნივერსიტეტის” ლექტორებისთვის ტრენინგების კვირეულს “Simulation-Based Clinical Teaching and Assessment” გაუძღვებიან.
ოთხი დღის განმავლობაში ლექტორებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და სიმულაციური სწავლების ახალ მეთოდებს გაეცნონ.
ტრენინგების კვირეულის მიზანია “ევროპის უნივერსიტეტის” ლექტორებისთვის აკადემიური განვითარების შესაძლებლობის შექმნა და სასწავლო პროცესში თანამედროვე მიდგომების ინტეგრირება.