საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

კონკურსი ევროპის უნივერსიტეტის ლექტორებისთვის ჯუსტინო ფორტუნატოს უნივერსიტეტთან ორმხრივი თანამშრომლობისთვის

კონკურსი
“ევროპის უნივერსიტეტი”, ჯუსტინო ფორტუნატოს უნივერსიტეტთან (იტალია) არსებული ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში, უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამების საერთაშორისო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებს დისტანციური კოლაბორაციული სწავლების შესაძლებლობას სთავაზობს.

ინიციატივის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტიდან შერჩეულ აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს შესაძლებლობა ექნებათ, მასპინძელი უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებში არსებული კურსების ფარგლებში, განახორციელონ მოკლე მასტერკლასები პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.

შერჩეული კანდიდატები შესაბამის პროგრამას შეიმუშავებენ ჯუსტინო ფორტუნატოს უნივერსიტეტის პროფესორებთან თანამშრომლობით სამართლის, მენეჯმენტის, ფსიქოლოგიისა და ინგლისური ენის მიმართულების სტუდენტებისთვის.

სასწავლო დატვირთვა მოიცავს:

  • 4 საათიან ონლაინ სწავლებას (Zoom პლატფორმის გამოყენებით)
  • შეფასების მარტივი აქტივობის დაგეგმვას (მაგ.: ესე ან ტესტი)
  • სასწავლო მასალის ატვირთვას უნივერსიტეტის სასწავლო პლატფორმაზე

აღნიშნული აქტივობა შეესაბამება 1 CFU/ECTS სისტემას. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობა არ ითვალისწინებს დამატებით ფინანსურ ანაზღაურებას.

ვაკანტური მიმართულებები

კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 4 ლექტორი შემდეგ მიმართულებებზე:

  • მენეჯმენტი
  • საერთაშორისო სამართალი
  • ფსიქოლოგია
  • ინგლისური ენა

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა იყვნენ “ევროპის უნივერსიტეტის” აკადემიური ან მოწვეული პერსონალი;
ბ) ასწავლიდნენ ან გეგმავდნენ კურსის ჩატარებას შესაბამისი მიმართულებებით;
გ) ფლობდნენ ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე (CEFR-ის შესაბამისად);
დ) მზად არიან საერთაშორისო აკადემიურ თანამშრომლობაში სრულად ჩასართავად;

განაცხადის წარდგენა

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/YizgtSay3LZDbhZRA

განაცხადის ფორმაში უნდა ატვირთოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • CV
  • სამოტივაციო წერილი

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში)

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 17 მაისი, 2026

საკონტაქტო ინფორმაცია

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:

International.office@eu.edu.ge

გურამიშვილის გამზირი 76, ოთახი 317

ტელ.: (995) 322 000 171 (Ext. 147)