ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სტომატოლოგიურ კლინიკა EU Dent-ში სტაჟირების გავლის მიზნით სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის კონკურსი გამოცხადდა
„ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის „ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიურ კლინიკა „EU Dent“-ში სტომატოლოგის ასისტენტის პოზიციაზე სტაჟირების გავლის მიზნით კონკურსი გამოცხადდა.
კონკურსის შედეგად შერჩეული ქართულენოვანი პროგრამის 5 სტუდენტი და ინგლისურენოვანი პროგრამის 5 სტუდენტი “ეუ დენტში“ სტაჟირებას 22 ივნისი – 15 აგვისტო პერიოდში გაივლის.
სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი, ფიქსირებული სამუშაო საათებით.
სტომატოლოგის ასისტენტის ძირითადი ფუნქციები იქნება:
- სხვადასხვა პროფილის ექიმი-სტომატოლოგის ასისტირება მკურნალობის პროცესში
- სამუშაო ადგილის ორგანიზება და მოვლა
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოთხოვნებია:
- GPA > 3
- სწავლის საფეხური – სტომატოლოგიის (ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი) პროგრამის მე-6 და ზემოთ სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
კონკურსის შესარჩევი ეტაპი მოიცავს ორ საფეხურს:
- სამოტივაციო წერილი
- გასაუბრება
დაინტერესებულმა სტუდენტებმა 15 ივნისამდე გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: eudent@eu.edu.ge
მნიშვნელოვანი თარიღები:
გასაუბრება კონკურსანტებთან: 18 ივნისი
კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 20 ივნისი