მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” პრაქტიკის გავლის მიზნით სტუდენტებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ჯო ენის
“ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” პრაქტიკის გავლის მიზნით მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.

პრაქტიკის პერიოდი: 2 – 30 ივლისი

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:

  • GPA > 3.0
  • სწავლის საფეხური – დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი პროგრამის მე-4 , მე-5 და მე-6 კურსი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი ელ. ფოსტაზე: mdstudentscompetition@eu.edu.ge 2026 წლის 28 ივნისის ჩათვლით.

გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება 2026 წლის 30 ივნისს.

გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით, სტუდენტთა შერჩევა განხორციელდება წარმოდგენილი სამოტივაციო წერილებისა და გასაუბრების საფუძველზე.

კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 8 სტუდენტი.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2026 წლის 1 ივლისისა.

პრაქტიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტებზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები.