სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

ინტენსიური სერტიფიცირებული სასწავლო კურსი იურისტებისა და სტუდენტებისთვის

სასწავლო კურსი
20-30 აპრილს, „ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის“ ორგანიზებით, შედარებითი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით ინტენსიური სერტიფიცირებული სასწავლო კურსი „საერთაშორისო სამართლის განვითარება და თანამედროვე ტენდენციები“ გაიმართება.

კურსს გაუძღვება სამართლის დოქტორი და პროფესორი კიერან შანაჰანი, (ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ) რომელიც მონაწილეებს გააცნობს საერთაშორისო სამართლის განვითარების ძირითად ეტაპებსა და თანამედროვე ტენდენციებს.

აღნიშნული კურსი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას მსმენელთათვის, გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა სამართლებრივი სისტემებისა და ტრადიციების საფუძვლების, მათი ფუნქციონირებისა და პრაქტიკული თავისებურებების შესახებ.

კურსი განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე გლობალური პროცესებისა და მიმდინარე საერთაშორისო მოვლენების ფონზე.

სასწავლო პროგრამა აერთიანებს თეორიულ განხილვასა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ მიიღონ სიღრმისეული თეორიული ცოდნა, არამედ განივითარონ მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარები.

კურსი განკუთვნილია იურისტებისთვის, საქართველოს ყველა უნივერსიტეტის სამართლის სტუდენტებისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც დაინტერესებულია საერთაშორისო და შედარებითი სამართლის თანამედროვე საკითხებით.

მონაწილეობის პირობები:

მონაწილეობის წინაპირობას წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B1 დონეზე).

კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი (სამზე მეტი გაცდენის შემთხვევაში სერტიფიკატი არ გაიცემა).

სერტიფიკატი გაიცემა კურსის დასრულების შემდეგ ჩატარებული ტესტირების საფუძველზე.

მონაწილეებს გადაეცემათ სასწავლო მასალები, რომლებიც უზრუნველყოფს ტესტირებისათვის სათანადო მომზადებას.

მონაწილეობის მიღება უფასოა.

კურსზე მონაწილეობა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://docs.google.com/…/1FAIpQLScOfwKv…/viewform

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 17 აპრილი, 18:00.

დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე: https://law.org.ge/storage/pdf/agenda.pdf