ინფორმაცია გაეწული სამუშაოების შესახებ და დაგეგმილი აქტივობები (2023-2026)
უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი
განხორციელებული
- უნივერსიტეტი აღჭურვილია სენსორული განათების ნათურებით, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის დაზოგვას;
- უნივერსიტეტში მოქმედებს ელექტროენერგიის დაზოგვის პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც არასამუშაო საათებში ხდება ელექტრომოწყობილობების წყაროდან გამოერთება, ხოლო სამუშაო საათებში მოწყობილობები ჩართულია ენერგოეფექტურ რეჟიმზე.
- უნივერსიტეტის ორივე კამპუსისა და სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ეზო სრულად გამწვანებულია.
დაგეგმილი
- უნივერსიტეტის ახალი კამპუსის მშენებლობის ფარგლებში ენერგოეფექტური მასალების გამოყენება, სტუდენტებისთვის სრულად გამწვანებული ტერასის მოწყობა.
ნარჩენების გადამუშავება
განხორციელებული
- უნივერსიტეტი იყენებს ბიოდეგრადირებად ჭურჭელს და ხელის ელექტროსაშრობებს.
- ქაღალდის მოხმარების შემცირების მიზნით, უნივერსიტეტის პოლიტიკა ითვალისწინებს ნაკლები ქაღალდის მოხმარებას და ამ მიზნით უნივერსიტეტის სერვისები სრულიად გაელექტრონულებულია.
დაგეგმილი
- ჯინვენტორთან გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტში ნარჩენი პლასტმასის გადამუშავება.
- პალიტრა მედიასთან თანამშრომლობით, პროექტ მაკულიტერატურის ფარგლებში, უნივერსიტეტის მაკულატურის გადამუშავება.
ავტოპარკის განახლება
განხორციელებული
- უნივერსიტეტის ავტოპარკს 2023 წელს ემატება 3 ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტომობილი. ამდენად მოხდება საწვავის გამოყენების შემცირება.
დაგეგმილი
- ავტოპარკის განახლება ეკომეგობრულ და ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტომობილებით და დამუხტვის სადგურის დამატებას კამპუსის ტერიტორიაზე.
განათლება
განხორციელებული
- უნივერსიტეტში ხორციელდება ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებში ისწავლება მდგრადი განვითარების საკითხები, კლიმატური ცვლილებები, კლიმატის მეცნიერებები შემდეგი კურსების ფარგლებში: საქართველოს გეოგრაფია, ეკოტურიზმი და გარემოს დაცვა და მდგრადი ტურიზმი. ასევე საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მწვანე ეკონომიკის კურსის ფარგლებში ისწავლება მწვანე ეკონომიკის არსი და ადგილი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში.
დაგეგმილი
- საუნივერსიტეტო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით არანაკლებ 2 ტრეინინგის ან/და ვორქშოფის განხორციელება.
საერთაშორისო ასოციაციებში გაწევრიანება
დაგეგმილი
- უნივერსიტეტის გაწევრიანება ISCN Network-ში.