მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტში“ ტრენინგების კვირეული – „Simulation-Based Clinical Teaching and Assessment“ დასრულდა

Simulation

30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით “ევროპის უნივერსიტეტისა” და “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ორგანიზებით ესპანეთის სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის პროფესორებმა – სერხიო სინზა სანხურხომ და დანიელ რეი ალდანამ ტრენინგები ჩაატარეს.

ესპანელი პროფესორები “ევროპის უნივერსიტეტში” ლექტორებისთვის ტრენინგების კვირეულს სახელწოდებით – “Simulation-Based Clinical Teaching and Assessment” გაუძღვნენ.

ოთხი დღის განმავლობაში “ევროპის უნივერსიტეტისა” და “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ლექტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ საერთაშორისო გამოცდილება და სიმულაციური სწავლების ახალ მეთოდებს გაცნობოდნენ.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებზე, რაც მათ სიმულაციური სწავლების როლის უკეთ გააზრებასა და სტუდენტების კლინიკური უნარების განვითარებაში დაეხმარება.

ტრენინგების კვირეულის მიზანი ლექტორებისთვის აკადემიური განვითარების შესაძლებლობის შექმნა და სასწავლო პროცესში თანამედროვე მიდგომების ინტეგრირება იყო.