ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ევროპის უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია თემაზე – “ანტინარკოტიკული კამპანია“ გაიმართა
“ევროპის უნივერსიტეტში“ საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, საჯარო ლექცია თემაზე – “ანტინარკოტიკული კამპანია” გაიმართა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება ნარკოტიკებთან დაკავშირებული რისკებისა და მათი პრევენციის მნიშვნელობის შესახებ.
ლექციას გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორი ლუკა გამყრელიძე და მისი მოადგილე დავით ხვედელიძე უძღვებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს ნარკოტიკული ნივთიერებების ზეგავლენა ინდივიდს და საზოგადოებაზე, მოქმედი სამართლებრივი რეგულაციები, პასუხისმგებლობის საკითხები და პრევენციის ეფექტიანი მექანიზმები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდებში სწორი ინფორმირების მნიშვნელობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და იმ რისკების გააზრებას, რომლებიც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას ახლავს.
ლექცია ინტერაქციული ფორმატით წარიმართა, რამაც სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და სპიკერებისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ.