მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” ლექტორებისთვის ტრენინგების კვირეული მიმდინარეობს

ლექტორებისთვის
30 აპრილს “ევროპის უნივერსიტეტში“ ტრენინგების კვირეული დაიწყო, რომელსაც  სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორები სერხიო სინზა სანხურხო და დანიელ რეი ალდანა უძღვებიან.

ტრენინგები თემაზე: “Simulation-Based Clinical Teaching and Assessment” ლექტორებისთვის იმართება და მიზნად ისახავს სწავლების თანამედროვე მეთოდების გაცნობასა და სიმულაციური  სწავლების მიდგომების გაზიარებას.

ოთხდღიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას, აითვისონ ახალი მეთოდები და გააღრმაონ პროფესიული უნარები.

ტრენინგების კვირეული ემსახურება აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას და სასწავლო პროცესში თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების ინტეგრირებას.