ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ევროპის უნივერსიტეტში” ერასმუს+ აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართება
5 მაისს, 11:00 საათზე, ერასმუს+ აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის სლოვენიის ახალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნანა ვებერი ლექციას თემაზე – „კომუნიკაციისა და მედიაციის უნარების სწავლება უმაღლეს განათლებაში: კონფლიქტების მოგვარების პრაქტიკული მიდგომები“ ჩაატარებს.
სესია განსაკუთრებით საინტერესო იქნება სამართლის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენელთათვის.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeEPDM8G2pWGA4xSoF9WV5qj-NrlfdWntGLK0lXmkMXUhPThg/viewform
შეხვედრის ადგილი: ევროპის უნივერსიტეტი, დავით გურამიშვილის გამზირი 76, აუდიტორია 409
სამუშაო ენა: ინგლისური
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: international.office@eu.edu.ge