“ევროპის უნივერსიტეტში” EBSCO-ს ელექტრონული ბაზების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
16 აპრილს, “ევროპის უნივერსიტეტის” ბიბლიოთეკაში, საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული რესურსის – EBSCO-ს პლატფორმაზე დამატებული სიახლეებისა და მისი გამოყენების შესაძლებლობების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში დეტალურად იქნა განხილული EBSCO-ს ბაზების ფუნქციონალი და ის ახალი რესურსები, რომლებიც ხელმისაწვდომია “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო EBSCO IP Package Premier-ს, როგორც მრავალპროფილურ სამეცნიერო ბაზას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების მაღალი ხარისხის საერთაშორისო პუბლიკაციებს, ასევე სამართლის სამეცნიერო ბაზას – Legal Source-ს, რომელიც მოიცავს იურიდიულ სტატიებს, კვლევებსა და პრაქტიკულ მასალებს.
შეხვედრას ტექნოლოგიები განათლებაში მაგისტრი და კომპანია Innovative Educational Connections-ის პროექტების მენეჯერი მაია მეტრეველი უძღვებოდა.
მაია მეტრეველმა დამსწრეებს გააცნო ელექტრონული რესურსების ეფექტური გამოყენების პრაქტიკული ასპექტები და გაუზიარა რეკომენდაციები, რომლებიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აკადემიური და კვლევითი საქმიანობის გაუმჯობესებას.