20 მაისს, “ევროპის უნივერსიტეტში”, ერასმუს+ აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, საჯარო ლექცია თემაზე – “სამუშაო სტრესი და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა” გაიმართა.
ლექციას ბალკანეთის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი, ჰატიჯე მუჩი ამეთი უძღვებოდა.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო სამუშაო სტრესის გამომწვევი ფაქტორები, მისი გავლენა ინდივიდების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და ორგანიზაციულ გარემოზე, ასევე სტრესის მართვისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშეწყობის თანამედროვე მიდგომები.
სესიამ გააერთიანა თეორიული ცოდნა და პრაქტიკული ხედვები, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა უკეთ გაეანალიზებინათ როგორც ინდივიდუალური, ისე ორგანიზაციული ფაქტორების გავლენა მენტალურ ჯანმრთელობასა და სამუშაო გარემოზე.