საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტში“ ალბერტას კოლეჯის ლექტორმა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა

ევროპის
23 მაისს, “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა.

ლექციას თემაზე “ევროკავშირის როლი საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროცესში” ალბერტას კოლეჯის (ლატვია) ლექტორი ალმა ვილმა არო უძღვებოდა.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევდა აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ კითხვები და ემსჯელათ საერთაშორისო სამართლის თანამედროვე და აქტუალურ საკითხებზე.

მსგავსი შეხვედრები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს გაიღრმაონ აკადემიური ცოდნა, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას და ჩაერთონ პროფესიულ დისკუსიებში.