ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ევროპის უნივერსიტეტსა” და “სტამბოლის უნივერსიტეტს” შორის მემორანდუმი გაფორმდა
“ევროპის უნივერსიტეტსა” და “სტამბოლის უნივერსიტეტს” (თურქეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმება სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ორმხრივი მობილობის ხელშეწყობის კუთხით საგანმანათლებლო და აკადემიურ სფეროში მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს.
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, სამეცნიერო და კვლევით აქტივობებში ერთობლივი მონაწილეობა.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს სამეცნიერო კვლევის სფეროში კოორდინირებული საქმიანობის განვითარებას, საერთო კვლევითი ინტერესების ფარგლებში ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და თანამედროვე ტექნიკური და სამეცნიერო აღჭურვილობის გამოყენების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.
აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის აკადემიურ და სამეცნიერო კავშირების გაძლიერებასა და საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული განათლებისა და კვლევითი საქმიანობის განვითარებას.