“ევროპის უნივერსიტეტსა” და ილდირიმ ბეიაზიტის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ევროპის უმაღლესი განათლების ასოციაციის (European Association for International Education – EAIE) ყოველწლიურ ღონისძიებაზე გაფორმდა, რომელიც წელს გოტენბურგში (შვედეთი) გაიმართა.
მემორანდუმს “ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ზარგინავამ და ილდირიმ ბეიაზიტის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა ალი ჯენგიზ ქოსეოღლუმ მოაწერეს ხელი.
ილდირიმ ბეიაზიტის სახელობის უნივერსიტეტი მედიცინის მიმართულებით რეგიონში ერთ-ერთ წამყვან და მოწინავე საგანმანათლებლო ცენტრად სახელდება.
მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და საერთო ინიციატივების განვითარებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ორი უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობას.