ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” შორის მემორანდუმი გაფორმდა
14 მაისს, “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, “ევროპის უნივერსიტეტსა” და “ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა და ორგანიზაცია “ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” დირექტორის მოადგილემ, გენერალმა გიორგი სურმავამ მოაწერეს ხელი.
ორგანიზაცია “ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” 2023 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს გენერალთა კლუბის მხარდაჭერით დაარსდა.
შეხვედრის ფარგლებში “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა და ორგანიზაცია “ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” წარმომადგენლებმა სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრას “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
ასევე, შეხვედრას ორგანიზაცია “ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი თამარ საბაურიც ესწრებოდა.