“ევროპის უნივერსიტეტმა” საგანმანათლებლო დაწესებულების ახალ შვიდწლიან სტრატეგიული განვითარების დოკუმენტზე დაიწყო მუშაობა.
11 მარტს “ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორის ხელმძღვანელობით პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ფაკულტეტის დეკანები, ვიცე-რექტორები და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
“ევროპის უნივერსიტეტის” რექტორის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სტრატეგიული დაგეგმვის ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტის შემუშავებაზე. სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება არის მნიშვნელოვანი და ინკლუზიური პროცესი, სადაც მოხდება 2019-2025 წლის სტრატეგიული დოკუმენტის მოქმედების მანძილზე მიღწეული შედეგებისა და გამოწვევების ანალიზი, რათა შემდგომმა სტრატეგიულმა დოკუმენტმა უზრუნველყოს გამოწვევების მინიმუმამდე შემცირება და მიღწეული შედეგების არსებითად მაღალ ნიშნულზე აყვანა.
“ევროპის უნივერსიტეტი” მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული დაწესებულებაა, რომელიც თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების შესაბამის საგანმანათლებლო გარემოს ქმნის სტუდენტებისთვის. სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს მომდევნო წლების უნივერსიტეტის მოქმედების არეალს, ემსახურება უნივერსიტეტის მზარდ და სტაბილურ განვითარებას.