საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტმა” ბალკანეთის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენელს უმასპინძლა

ბალკანეთის
21 მაისს, “ევროპის უნივერსიტეტს” სამუშაო ვიზიტით ბალკანეთის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი ბეტიმ ამეტი ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში ბეტიმ ამეტი ბალკანეთის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორთან ჰატიჯე მუჩი ამეთთან ერთად სტომატოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა, მარიკა ზურმუხტაშვილმა, სტუმრებს “ევროპის უნივერსიტეტის” ბაზაზე არსებული სტომატოლოგიური კლინიკა – „EU Dent“ დაათვალიერებინა და კლინიკის თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სასწავლო და პრაქტიკული შესაძლებლობები გააცნო.

შეხვედრის ფარგლებში სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, სოფიო სამხარაძემ, მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.

ასევე, მედიცინის ფაკულტეტის სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა დოლიძემ სტუმარს უნივერსიტეტის სიმულაციური ცენტრი წარუდგინა და თანამედროვე სასწავლო გარემოსა და პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობებზე ესაუბრა.

შეხვედრას საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები – თინათინ ზაალიშვილი და ანა მარკოიძეც ესწრებოდნენ.

ვიზიტი მიზნად ისახავდა ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებასა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას აკადემიური და პროფესიული განვითარების მიმართულებით.