ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ევროპის უნივერსიტეტის” წარმომადგენლები ლიონში სიმულაციების მედიცინაში გამოყენების ევროპული საზოგადოების (SESAM) ყოველწლიურ კონფერენციას ესწრებიან
“ევროპის უნივერსიტეტის” წარმომადგენლები საფრანგეთის ქალაქ ლიონში 17-19 ივნისს სიმულაციების მედიცინაში გამოყენების ევროპული საზოგადოების (SESAM) ყოველწლიურ კონფერენციას – “SESAM 2026“ ესწრება, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტების, კლინიკებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
კონფერენციაზე “ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-პრეზიდენტი თამარ ზარგინავა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნათია ჯოჯუა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე პროგრამების განვითარების მიმართულებით და სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა დოლიძე, ასევე დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელი თინათინ გოგნაძე იმყოფებიან.
ღონისძიების მთავარი მიზანი სამედიცინო განათლებაში სიმულაციური სწავლების განვითარებაა. კონფერენციის ფარგლებში განიხილება ამ სფეროს წინაშე არსებული გამოწვევები, მიღწეული შედეგები და განვითარების სამომავლო მიმართულებები. მონაწილეებს შესაძლებლობა, აქვთ გაეცნონ თანამედროვე მიდგომებს, პრაქტიკულ გამოცდილებასა და ინოვაციურ საგანმანათლებლო მეთოდებს.
კონფერენციის ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ასევე, საშუალება აქვთ, დაამყარონ პროფესიული კონტაქტები სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციის წარმომადგენლებთან და სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებზე იმსჯელონ.