ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის Loialte Academy-ში ღია კარის დღე გაიმართება
27 მაისს, “ევროპის უნივერსიტეტისა” და Loialte Academy-ის ორგანიზებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის Loialte-ში ღია კარის დღე გაიმართება.
სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ Loialte Academy-ის ოფისში გაეცნონ თანამედროვე კომპანიის სამუშაო გარემოს და იმ უნარებს, რომლებიც სხვადასხვა პროფესიულ მიმართულებებშია აუცილებელი.
ღია კარის დღის ფარგლებში სტუდენტები შეხვდებიან Loialte Academy-ის შემდეგი მიმართულებების ხელმძღვანელებს:
- მარკეტინგი
- ფინანსები
- აუდიტი
- პროექტების მართვა
- ბუღალტერია
ასევე, სტუდენტები გაეცნობიან ინფორმაციას სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ და მიიღებენ კარიერული განვითარებისათვის მნიშვნელოვან გამოცდილებას.
მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/ycCw9CJJciq9UJ7Y6
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 24 მაისი
ვიზიტის თარიღი: 27 მაისი, 16:00
ღია კარის დღეზე დასასწრებად სამოტივაციო წერილისა და GPA-ის საფუძველზე შეირჩევა 10 სტუდენტი.