ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტების პოსტერული ნაშრომი საერთაშორისო სამედიცინო კონგრესზე დაჯილდოვდა
12-14 ოქტომბერს, “ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებმა მარიამ გოგუაძემ და ავთანდილ გობეჯიშვილმა მონაწილეობა მიიღეს ქავილის მსოფლიო კონგრესის ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც ჰაიდელბერგში (გერმანია) გაიმართა.”
კონგრესს ესწრებოდნენ დერმატოლოგები, ნეფროლოგები, ნევროლოგები, ტრავმატოლოგები და სხვა დარგის ექიმები მსოფიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებმა კონფერენციაზე პოსტერული მოხსენება – “Comprehensive Review of Scabies: Pathogenesis, Diagnosis, and Treatment Strategies” წარადგინეს.
საკონკურსო კომისიის შეფასების საფუძველზე, ნაშრომი კონგრესის სამ საუკეთესო პოსტერულ პრეზენტაციას შორის დასახელდა.
წარმატებული მონაწილეობისათვის „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებს ფულადი ჯილდო გადაეცათ.