საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტები ერაზმუს+ საერთაშორისო აკადემიურ კვირეულსა და EECME 2026 კონფერენციაში მონაწილეობდნენ

ევროპის უნივერსიტეტის
18-22 მაისს, “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტები ერაზმუს+ საერთაშორისო აკადემიურ კვირეულსა და აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტისა და ეკონომიკის კონფერენციაში (EECME 2026) მონაწილეობდნენ, რომელიც ლუბლიანას ბიზნესის სკოლაში (სლოვენია) გაიმართა.

საერთაშორისო აკადემიური კვირეულის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ სხვადასხვა თემატურ ვორქშოფებსა და ლექციებს, რომლებიც თანამედროვე საგანმანათლებლო და პროფესიულ გამოწვევებს ეხებოდა.

განხილული თემები მოიცავდა ხელოვნურ ინტელექტს, ციფრულ განათლებას, ბლოქჩეინ ტექნოლოგიებს, ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას, მდგრად განვითარებასა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს.

აკადემიური აქტივობების პარალელურად, პროგრამა მოიცავდა კულტურულ ღონისძიებებსა და არაფორმალურ შეხვედრებს, რაც მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან საერთაშორისო კავშირების დამყარებისა და კულტურათაშორისი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევდა.

მსგავსი საერთაშორისო ინიციატივები ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას და საერთაშორისო გამოცდილების გაღრმავებას.