საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი ჩეხეთში საერთაშორისო კვირეულს დაესწრო

ევროპის
„ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ ორჯონიკიძე 2026 წლის 1-5 ივნისს, “ერაზმუს+” საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, მასარიკის უნივერსიტეტში, საერთაშორისო კვირეულზე იმყოფებოდა.

საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მონაწილეები ჩართული იყვნენ სხვადასხვა სამუშაო სესიებში, პრეზენტაციებსა და დისკუსიებში, რომლებიც ეხებოდა უმაღლეს განათლებაში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, აკადემიური და ადმინისტრაციული მობილობების განვითარებას, ასევე უნივერსიტეტებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებას.

აღნიშნული მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს “ევროპის უნივერსიტეტის” აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში და მის მუდმივ სწრაფვას საერთაშორისო პარტნიორობისა და “ერაზმუს+” პროგრამის ფარგლებში მობილობის შესაძლებლობების გაფართოებისკენ.