სხვა სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” რექტორი ნინო ტალიაშვილი აბიტურიენტებს შეხვდა

15 მაისს „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა აბიტურიენტებს პროგრამებისა და სასწავლო გარემოს გასაცნობად უმასპინძლა.

შეხვედრა ორ ლოკაციაზე გაიმართა და მას XI-XII კლასის მოსწავლეები დაესწრნენ. აბიტურიენტებს დეტალური ინფორმაცია ფაკულტეტის დეკანებმა, დეკანის მოადგილეებმა და პროგრამის ხელმძღვანელებმა მიაწოდეს.

კითხვა-პასუხის სესიის შემდეგ მოსწავლეებმა მათი ინტერესების შესაბამისი სასწავლო სივრცეები, ლაბორატორიები, სიმულაციური ცენტრი, სტომატოლოგიური კლინიკა „EU Dent”, ისტორიულ არქეოლოგიური მუზეუმი, იმიტირებული სასამართლოს დარბაზი და სხვა ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

აბიტურიენტებს შეგახსენებთ, რომ “ევროპის უნივერსიტეტის“ კოდი ცნობარში არის 171 და გთავაზობთ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს: