ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ლიონში, ყოველწლიურ კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა
“ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე და სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელი, ლაშა დოლიძე, 2026 წლის 17–19 ივნისს, საფრანგეთის ქალაქ ლიონში, სიმულაციების მედიცინაში გამოყენების ევროპული საზოგადოების Society for Simulation in Europe (SESAM) ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს.
კონფერენციის ფარგლებში ლაშა დოლიძემ წარადგინა პოსტერული ნაშრომი თემაზე: “SimIntegration: ვირტუალური და ტრადიციული სიმულაციური სწავლების ინტეგრირების გამოცდილება სამედიცინო განათლებაში“.
წარმოდგენილმა თემამ კონფერენციის მონაწილეთა სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების განსაკუთრებული ინტერესი და მაღალი შეფასება დაიმსახურა.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა.