საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი Erasmus+ სასწავლო მობილობის ფარგლებში სლოვაკეთში იმყოფებოდა

Erasmus+
20-24 აპრილს, “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო ჯოჯუა Erasmus+ სასწავლო მობილობის ფარგლებში პავოლ ჯოზეფ საფარიკის სახელობის კოსიჩეს უნივერსიტეტში (სლოვაკეთი) იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული ლექციების დროს იგი აქტიურად იყო ჩართული სასწავლო პროცესში ბრიტანული და ამერიკული კვლევების ფაკულტეტის მეორე კურსის მულტიკულტურულ სტუდენტურ ჯგუფთან.

მობილობა მნიშვნელოვანი იყო ასევე აკადემიური თანამშრომლობის თვალსაზრისით – მასპინძელი უნივერსიტეტის კოლეგებთან დამყარებულმა პროფესიულმა ურთიერთობებმა გამოავლინა სამომავლო კვლევითი თანამშრომლობისა და აკადემიური პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები.

“ევროპის უნივერსიტეტის” აკადემიური პერსონალის აქტიური მონაწილეობა Erasmus+ პროგრამაში ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ინსტიტუციური თანამშრომლობის განვითარებას.